-
2016-03-26 15:38
ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებული თვითმკვლელი ტერორისტისა და იმ სირიელი ლტოლვილის მსგავსებაზე, რომელმაც 2015 წლის სექტემბერში ანგელა მერკელთან სელფი გადაიღო, სოცქსელებსა და მედიაში წერენ.
ბელგიის პოლიციამ ნაჯიმ ლაშრავის ფოტო გამოაქვეყნა და რამდენჯერმე არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. თავდაპირველად ის ტერორისტული აქტების ორგანიზატორად დასახელდა და ძებნაც გამოცხადდა, მოგვიანებით პოლიციამ მისი დაკავების შესახებ გაავრცელა ცნობა, თუმცა, მალევე მოიბოდიშა და აღნიშნა, რომ ის სხვაში შეეშალათ, ხოლო ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ სწორედ ნაჯიმ ლაშრავი აფეთქდა ბრიუსელის აეროპორტში.
რაც შეეხება სელფის ანგელა მერკელთან, ფოტოზე გამოსახული ახალგაზრდა მამაკაცი ბელგიის პოლიციის მიერ გამოქვეყნებული ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილის აღნაგობის იდენტურია.

