
ლატვიაში რუსული სააგენტო Sputnik დახურეს. საინფორმაციო სააგენტოს ხელისუფლებამ განუმარტა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი მათ საქმიანობაშია. კერძოდ, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, სხვა ქვეყნის სასარგებლოდ არასწორი ინფორმაციის რეგულარულად გავრცელებაში.
ლატვიის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია რუსეთის საგარეო უწყებაში. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ Sputnik ხელმძღვანელობს პროფესიული ეთიკის სტანდარტებით, არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული მედიასაშუალება და მისი საქმიანობის აკრძალვა უნდა განიხილებოდეს, როგორც ცენზურა, ხოლო ლატვიის ხელისუფლების მხრიდან გამოცემისთვის წაყენებული ბრალდებები - როგორც გამოწვევა ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ.