-
2016-04-02 10:28
საქართველოს მოქალაქემ, რომელიც წარსულში ნასამართლევია და სასჯელს რუსეთის ერთერთ ციხეში იხდიდა, მისი შემოწმების მცდელობის დროს ბარსელონაში პოლიციელს მუცელში ესროლა და მიმალვა სცადა, რა დროსაც დააკავეს.
პირი, რომელმაც პოლიციელი მუცელში დაჭრა, მიმალვის მიზნით მეტროში ჩავიდა, თუმცა, მალევე აიყვანეს. პოლიციელებს გონივრული ეჭვი მის მიმართ უცნაური ქცევის გამო გაუჩნდათ და საბუთები მოსთხოვეს, რასაც საქართველოს მოქალაქის მხრიდან აგრესია, წინააღმდეგობის გაწევა და გასროლა მოჰყვა.
შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია, ტვ "იბერიის" ვიდეო.