
მიხეილ სააკაშვილის ბრძანების თანახმად, ოდესის ოლქში შემავალ დასახლებულ პუნქტებში სსრ კავშირის ტოტალიტარული ლიდერების, სკკპ-ს თვალსაჩინო წარმომადგენელთა ძეგლებისა და ბიუსტების დემონტაჟი უნდა დაიწყოს.
ამის შესახებ ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ოფიცილაურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს მიხეილ სააკაშვილი აწერს.
დემონტაჟი შეეხება ძირითადად ლენინის, ასევე კიროვის, ძერჟინსკის, მარქსისა და სხვა ლიდერების ბიუსტებსა და ქანდაკებებს. ბრძანებას თან ახლავს ჩამონათვალი.
ბრძანების საფუძვლად მითითებულია უკრაინის სახელმწიფო რადის მიერ 2015 წელს მიღებული კანონი საბჭოთა სიმბოლიკებისა და გამოსახულებების აკრძალვის შესახებ.