-
2016-03-28 01:07
პაკისტანის ქალაქ ლაჰორში, საბავშვო პარკის შესასვლელთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-დე გაიზარდა, 280-ზე მეტი დაშავებულია. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება. ადრე 53 დაღუპულის შესახებ გავრცელდა განცხადება.
უკვე ცნობილია, რომ დაღუპულთა უმეტესობა ბავშვი ან ქალია. ტერორისტმა-თვითმკვლელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანების სადგომს ად აპრკის შესასვლელს შორის აამოქმედა, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ტრიალებდა. ზოგადად, დასვენების დღეების გამო, პარკში ხალხმრავლობა იყო.
პაკისტანის პრემიერმინისტრმა ნავაზ შარიფმა განკარგულება გასცა, ყველა საზოგადოებრივი პარკის დახურვის შესახებ, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "თალიბანთან" დაკავშირებულმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ აიღო, რომლის განცხადების მიხედვით, ტერაქტის სამიზნე ქრისტიანები იყვნენ.