ეკა ანდრონიკაშვილი: ივანიშვილმა მსახიობებს დახმარება გაუფრთხილებლად მოუხსნა...

Image

ივანიშვილმა მსახიობებს დახმარება გაუფრთხილებლად მოუხსნა,–ამის შესახებ თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი წერს.

 

,,ივანიშვილმა მსახიობებს(არაღვაწლმოსილებს, ანუ ჩვეულებრივ, მოქმედ, სცენაზე მდგომ მსახიობებს) დახმარება მოუხსნა, თანაც გაუფრთხილებლად:

 

კონკრეტულად დღეს, უბრალოდ, ბარათზე აღარ დახვდათ თანხა. დიდი მადლობა მას წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის– მადლობის მეტი რა გვეთქმის, და თან ეს მართლა დახმარება იყო ხელოვანი ხალხისთვის, რომლებსაც სხვა პროფესია არ გააჩნია და არც იციან სხვა რამის კეთება– მიზერული ხელფასების ფონზე....

 

ძალიან რთული პერიოდები გადაგვატანინა ამ დახმარებამ... მაგრამ, დღეს, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მსახიობებს უფრო ულხინთ, ან რამე შეიცვალა მათ ფინანსებში, ან ზოგადად ქვეყანა ეკონომიურად უკეთეს პოზიციაშია, ძალიან დიდი შეცდომაა.

 

ასეთი კრიზისი, რაც შარშან და წელსაა, დიდი ხანია არ ყოფილა. დახმარებაზე პრეტენზია, რა თქმა უნდა ვერავის ექნება, მაგრამ რატომ ახლა? ბევრი მოსაზრება შეიძლება გაჩნდეს....

 

სამწუხაროა, რომ შემზადებაც კი არ ყოფილა, ადამიანები კრედიტებს იხდიდნენ ამ თანხით...

 

რაც მთავარია, გაიჭყლიტნენ ის მსახიობები, ვინც ცოტა დახმარებას იღებდა და ხელფასებიც სათანადოდ, დაბალი აქვთ...

 

მითუმეტეს, გასაკვირია, ეს ყველაფერი რომ ყოფილი პრემიერის სამოქალაქო სექტორში გადასვლის შემდეგ ხდება, როდესაც თითქოს ხელ–ფეხი გაეხსნა მეცენატობისა და სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისთვის...“– წერს ანდრონიკაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !