
საფრანგეთის ავიამზიდ „შარლ დე გოლის“ ბორტზე კორონავირუსი 700-მდე მეზღვაურს დაუდგინდა, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროზე დაყდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება ეკიპაჟის 1 767 წევრს ჩაუტარდა და მათგან 668-ს ვირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულთაგან 31 ადამიანი ქალაქ ტულონში წმინდა ანას ჰოსპიტალშია მოთავსებული, მათაგან ერთი რეანიმაციაში იმყოფება.
ავიამზიდი „შარლ დე გოლი“ ქალაქ ტულონის პორტში 12 აპრილს, დაგეგმილზე ორი კვირით ადრე, შევიდა იმის გამო, რომ ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 40-მდე წევრს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა.