პაკისტანის ქალაქ ლაჰორში, საბავშვო პარკის შესასვლელთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-დე გაიზარდა, 280-ზე მეტი დაშავებულია. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება. ადრე 53 დაღუპულის შესახებ გავრცელდა განცხადება.
ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებული თვითმკვლელი ტერორისტისა და იმ სირიელი ლტოლვილის მსგავსებაზე, რომელმაც 2015 წლის სექტემბერში ანგელა მერკელთან სელფი გადაიღო, სოცქსელებსა და მედიაში წერენ.
ერაყის დედაქალაქის სტადიონზე ტერორისტმა-თვითმკვლელმა თავი მაშინ აიფეთქა, როცა ორგანიზატორები გამარჯვებულებს აჯილდოვებდნენ. აფეთქების შედეგად, "ფრანს-პრესის" ცნობით, 29 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი დაშავდა.
ბრიუსელში დაკავებულია ნაჯიმ ლაშრავი. ის ეჭვმიტანილია 22 მარტს ბრიუსელის ტერაქტების მოწყობაში. დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინეს.
რამდენიმე საათის წინ ოთხი მძლავრი აფეთქება მოხდა თურქეთის ქალაქ ადანაში, რომელიც ქვეყნის სამხრეთით მდებარეობს. "ტვიტერისა" და სხვა სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ ტერაქტების სერია გრძელდება, თუმცა ოფიციალური დადასტურება, რომ აფეთქება ტერაქტს უკავშირდება, ჯერ არ გავრცელებულა.
უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაში ინკასაციის მანქანაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ორი პირი, ერთი კი დაიჭრა. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები სამნი იყვნენ. ქალაქში პოლიცია ცხელ კვალზე დევნის რეჟიმით მოქმედებს.
რუსეთის სახალხო არტისტმა ვლადიმირ ნაზაროვმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მიმართა და მოუწოდა, გაათავისუფლოს ნადეჟდა სავჩენკო.
უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერად აქციები მისი სასამართლო პროცესის წინადღეს არამხოლოდ უკრაინაში და მის მეგობარ ქვეყნებში, რუსეთშიც გაიმართა.
27 იანვარს სტავროპოლის მხარეში შემავალი სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანასოფლელებმა მოუწესრიგებელი გზების გამო სცემეს. ამის შემდეგ სოფლის გამგებელმა სამართალდამცველებს მიმართა და მომხდარის გამოძიება მოითხოვა.
„ლუსტრაციის შესახებ“ კანონის მიღებიდან ორი წლის თავზე უკრაინის უშიშროების სამსახური მზადაა, თავისი უწყების არქივი გაასაჯაროოს. ლუსტრაციის პროცესი უკრაინაში ორი წლის წინ, კანონის მიღების შემდეგ დაიწყო.