
თეირანის ყოფილი მერი მოჰამედ ბაყირ ყალიბაფი ირანის პარლამენტის სპიკერად აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყალიბაფს მხარი მეჯლისის 264 წევრიდან 230-მა დაუჭირა.
სხვა კანდიდატებმა, ფერეიდუნ აბასმა და მუსტაფა მირსალიმ 17 და 12 ხმის მოგროვება შეძლეს.
პირველ და მეორე ვიცე სპიკერებად კი ამირ-ჰუსეინ ღაზიზადეჰ ჰაშემი და ალი ნიკზადი აირჩიეს.
ცნობისთვის, მოჰამედ ბაყირ ყალიბაფი ალი ლარიჯანის ჩაანაცვლებს, რომელსაც ირანის მეჯლისის სპიკერის პოსტი 2008 წლიდან ეკავა.