კორონავირუსის კრიზისის გამო 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები არ გაიმართება, მათ შორის გადაიდო მოსკოვის წითელ მოედანზე მასშტაბური სამხედრო აღლუმიც. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საზოგადოებას ამცნო.
პუტინის განმარტებით, ღონისძიებები წელს, მოგვიანებით ჩატარდება.
„დღეს ჩვენს წინაშე დგას რთული და მძიმე არჩევანი. 9 მაისის თარიღი ჩვენთვის წმინდაა, ხოლო ყოველი ადამიანის სიცოცხლე - ძალზე მნიშვნელოვანი. 9 მაისისთვის მზადება ახლა უკვე უნდა დაიწყოს, მაგრამ ეპიდემიასთან დაკავშირებული რისკი განსაკუთრებით მაღალია, ეს კი მე უფლებას არ მაძლევს, რომ ახლა აღლუმისთვის და სხვა მასობრივი ღონისძიებებისთვის მზადება დავიწყო“, - აღნიშნა პუტინმა.
მოსკოვი წელს 9 მაისის აღნიშვნას განსაკუთრებით პომპეზურად გეგმავდა.