
სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1067-ს მიაღწია.
ამასთან ქვეყანაში ვირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 2 ადამიანი დაიღუპა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულია 265 ადამიანი, ხოლო 14 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.