
COVID19-ის ვაქცინის შესაქმნელად გლობალური კოალიციის შექმნა გვჭიდება, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ვაქცინა „ყველასთვის და ყველგან“ ხელმისაწვდომი იყოს.
„ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად გლობალური კოალიცია გვჭირდება. ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის და ყველგან“, - წერს ანტონიო გუტერეში.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 2 მილიონ 250 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 154 ათასზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 571 ათასს აჭარბებს.