
რუსეთი ცდილობს აამაღლოს იოსებ სტალინის როლი, რომ გაამართლოს მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არსებული აგრესია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი ცდილობს ტოტალიტარული სახელმწიფოს რეაბილიტაცია მოახდინოს, რომელიც ერთი პირის მიერ იქნება მართული.
„ეს ემსახურება, რომ მიბაძონ საბჭოთა რეჟიმს, შექმნან გარე მტრის იმიჯი და გაამართლონ თავისი აგრესია ისეთი მეზობლების მიმართ, როგორიცაა საქართელო და უკრაინა, აწარმოონ ჰიბრიდული ომი კიდევ სხვა მრავალ სახელმწიფოსთან“,- დასძინა კულებამ.
მისივე თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, ყირიმისა და დონბასის ოკუპაცია უკვე მეორე მსოფლიო ომზე მეტი ხანია გრძელდება.
„ისტორიული ჭეშმარიტების უგულვებელყოფა და მეორე მსოფლიო ომის მემკვიდრეობით მანიპულირება გვაიძულებს გავიხსენოთ რა ხდებოდა ევროპაში 1930-იან წლებში. ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა ვისწავლოთ“,-აღნიშნა კულებამ.
დღეს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავი აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ხოლო 9 მაისი გამარჯვების დღედ გამოცხადდა