
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში ცოლმა ქმარი დაჭრა. შემთხვევა გუშინ მოხდა. 65 წლის მამაკაცს ჭრილობა ცოლმა ურთიერთშელაპარაკების დროს დანით მიაყენა.
როგორც "რუსთავი-2" იტყობინება, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.