
საქართველოს მთავრი პროკურატურა კახა (მამულიჩა) მამულაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლა. სასამართლომ დააკმაყოფილა და ბრალდებულ კახა მამულაშვილს პატიმრობა 15 000 ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა.
მამულაშვილს დამატებითი ღონისძიების სახედ დაევალა პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარება, ასევე ათ დღეში ერთხელ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადების ვალდებულება. გრძელდება საქმის არსებითი განხილვა და მორიგი სასამართლო პროცესი 23 სექტემბერს არის ჩანიშნული", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.