
თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე გუშინ 30 წლის მამაკაცს სამი ტყვია ესროლეს, ის გულმკერდში დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავდამსხმელი კი მიიმალა. ამის შესახებ "რუსთავი-2" ავრცელებს ინფორმაციას.
გამოცემის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ, სისხლის სამართლის საქმე კი ჯანმრთელობის განძრახ მძიმე დაზიანების მუხლით არის აღძრული.