-
2015-12-04 20:23
პორტალი "კვირა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისში, ბუკიას ბაღთან შინაგან საქმეთა სამინისტროს მესანგრეთა ჯგუფი მუშაობს, პერიმეტრი კი გადაკეტილია საპატრულო პოლიციის მიერ.
განნაღმვითი ჯგუფის გამოძახება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო შეფუთვა იპოვეს. ინფორმაცია საეჭვო შეფუთვის შესახებ 112-ში შევიდა.
განახლებულია 20:58:51 -
ამავე გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის მესანგრეებმა ბუკიას ბაღთან უკვე დაასრულეს მუშაობა. წინასწარი ინფორმაციით, ამოღებულია ერთერთ ავტომანქანაზე დამაგრებული ხელყუმბარის მსგავსი ნივთი, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, ის ნამდვილია, სასწავლო თუ ბუტაფორიული.