"თითოეულ ვეტერანს, მოდულის შენობის ყველა ოფიცერს გთხოვთ და გიბრძანებთ..." - შინაგანი ჯარის ყოფილი სარდალი ზაალ ლატარიას მხარდასაჭერად

Image

უკრაინაში მოხალისე მებრძოლად წასული სნაიპერის, ზუგდიდელი ზაალ ლატარიას დაკავების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს შინაგანი ჯარის ყოფილი სარდალი გოგი თათუხაშვილი. ის წერს, რომ ზაალ ლატარია მიტოვებულია და რომ მას "პლანი" ჩაუდეს. 

 

"21-დან 22.00 საათამდე მოდულის შენობასთან იმყოფებოდა ზაალის ცოლ-შვილი. მათ იქ არავინ დახვდა. ჩემს პოსტზე კომენტარებიდან და პირადში მიმოწერიდან კი ისე ჩანდა, რომ ადვოკატი, ჟურნალისტები და გულშემატკივრები იქ იყვნენ.

 

ძალიან არ მინდოდა მსგავსი ღალატი ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ენახა. სამწუხაროდ , ჩვენ ეს ცოტა ადრე ვნახეთ, ზაალის შვილმა - დღეს !

 

მთელ საქართველოს მივმართე-მებრძოლებს, პოლიტიკოსებს, პატრიოტებს, რომ უკანონოდაა დაკავებული საქართველოს ჯარისკაცი, გმირი დასჭირდება ჩვენი თანადგომა, რა გამოვიდა ? გამოვიდა ის, რომ ზაალ ლატარია ისევ დაკავებულია, ,,ჩაუდეს’’ პლანი, არ ჰყავს ადვოკატი, არ შეუდგინეს ოქმი და სხვა უამრავი კანონდარღვევები.

 

ამ დროისათვის ის მიტოვებულია მოდულის იზოლატორში და არა იმ რაიონის პოლიციის განყოფილებაში, სადაც დააკავეს იმ საბაბით, რაც ოფიციალურად თქვეს.

 

ზაალ ლატარია მიტოვებულია დილამდე, მისმა შვილმა იქ ვერავინ ნახა. მე შორსა ვარ, ვერ ვხედავ იქ რა ხდება. . .

 

-ხვალ დილიდან აუცილებელია მოეწყოს აქცია მოდულის შენობასთან. ყველას, ვისაც თავისი სინდის-ნამუსი არ გაუყიდია, გთხოვთ, მიხვიდეთ და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია !

 

-თითოეულ ვეტერანს გთხოვთ და გიბრძანებთ, დაუდგეთ გვერდით ზაალ ლატარიას, თუ არა იცოდეთ, ზეგ თქვენ მოგადგებიან !
- ,,მოდულის’’ თითოეულ თანამშრომელს-ოფიცრებს გთხოვთ და გიბრძანებთ, გაიზიარეთ და გულთან ახლოს მიიტანოთ დღეს კოლეგის თავს დატეხილი უსამართლობა !

 

-მივმართავ პოლიტიკურ პარტიებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში მყოფ ჩემს თანამებრძოლებს, თუ თქვენი ორგანიზაციები ამ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებენ, მიატოვეთ და გაერთიანდით მოდულის წინ და იქვე აირჩიეთ ხელმძღვანელი, რომელმაც იცის მებრძოლის ფასი და შეუძლია თქვას სათქმელი.

 

p.s. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ჯარისკაცები არაერთხელ გავაფრთხილე, თავი შეეკავებიათ საქართველოში ჩასვლისაგან, რადგანაც საქართველოს მართავს პრორუსი ხელისუფლება, ზაალი იძულებული გახდა ჩამოსულიყო, რადგანაც დაუჭირეს შვილი, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით", - წერს გოგი თათუხაშვილი.

 

როგორც გოგი თათუხაშვილი უფრო ადრე გამოქვეყნებულ პოსტში წერდა, ზაალ ლატარია საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სუს-ში დაიბარეს და გააფრთხილეს, საქართველო დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, "უსიამოვნებებით" დაემუქრნენ. მას შემდეგ, რაც მან ქვეყანა არ დატოვა, ზუგდიდიდან თბილისში მგზავრობის დროს დააკავეს. გოგი თათუხაშვილი და ზაალ ლატარიას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა ლატარიას მარიხუანა ჩაუდეს, ხოლო დაკავებული, მოგვიანებით, მოდულის შენობაში გადაიყვანეს.

 

ღამის საათებში მოდულის შენობასთან მივიდნენ ადვოკატი რომეო საჯაია და "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ლიდერი ანი ნადარეიშვილი, მეგობრებთან ერთად. რომეო საჯაიამ დაკავებული მოინახულა და განაცხადა, რომ ის თავს კარგად გრძნობს და ამტკიცებს, რომ მარიხუანა ჩაუდეს. ანი ნადარეიშვილის თქმით, დარღვეულია პროცედურა, არ არსებობს დაკავების ოქმი და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია. 

 

6 დეკემბერს ზაალ ლატარიას მხარდასაჭერად სხვადასხვა სახის სამოქალაქო აქტივობაა დაგეგმილი. გენერალ გოგი თათუხაშვილის მიმართვის შემდეგ აქტიურობას გეგმავენ უკრაინაში მებრძოლი ქართველებიც. მაგალითად, კახა ქარდავა წერს:

 

"ორი სიტყვით აქ თემის გაშლის გარეშე განგიმარტავთ შეწუხებულ საზოგადოებას, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველებიდან ერთმანეთში კოორდინირებულად შევიკრიბებით და სერიოზულად ჩამოვყალიბდებით შემდგომი მოქმედებების განსახორციელებლად, რადგან აღნიშნული საკითხის მიმართ არ გაგვაჩნია ორთქლის გამოშვების მიზნით უშედეგო გამოხატვა.

 

თითოეული ჩვენგანი დარწმუნებით მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება გათვლილი შესაბამის შედეგებზე. თავს მივცემ უფლებას ჩემის მხრივ "წავახალისო" ლატარიას მიმართ გამბედავი ბიძინას ჯიბის ორგანიზაციის სააგენტო, რომ თქვენ შეეხეთ იმას, რასაც არ უნდა შეხებოდით და რადგან ეს გამოწვევა დაგვიგდეთ, კი ბატონო, ქართული მხედრული საზოგადოება სათანადო ღირსებით შეხვდება ამ გამოწვევას ჩემი ჩათვლით!".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !