-
2015-12-10 10:30
უცნობმა პირებმა დედოფლისწყაროში რამდენიმე ტყვია ესროლეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისს. შემთხვევა ღამის საათებში მოხდა. სროლის დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.
დაცხრილული ოფისის შესასვლელის ფოტოები "ფეისბუქზე" გამოქვეყნდა: "ხელისუფლების მავნებლობით და უუნარობით გამოწვეულ ხალხის პროტესტს ვერანაირი ტყვია და მუქარა ვერ შეაჩერებს. ეს ისტერია ძალიან მალე დასრულდება და დასრულდება თაღლითი ივანიშვილის კრიმინალი ხელისუფლების დამარცხებით...", - წერს სოციალურ ქსელში პარტიის ადგილობრივი წარმომადგენელი შაქრო ტერტერაშვილი.




თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29