
სპორტის სასახლესთან რამდენიმე ავტომანქანა გაძარცვეს. გავრცელებული ცნობით, ოთხი მანქანის სალონიდან ძვირადღირებული საოჯახო ტექნიკა მოიპარეს. სავარაუდოდ, ძარცვა მიზანმიმართული იყო და მძარცველებმა ზუსტად იცოდნენ, რომელ მანქანაში იყო ტექნიკა.
შსს-ს პრესსამსახური მომხდარ შემთხვევას ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 177-ე მიხლითაა აღძრული.