500 ტომარაში შეფუთული 13, 5 ტონა ჰაშიში აღმოაჩინა ევროპოლიცამ იტალიის ერთერთ კუნძულთან ახლოს, პანამის დროშით მცურავ ხომალდზე. ეკიპაჟის 11 წევრი - საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები, დააკავეს. ოპერაციაში იტალიის, ესპანეთისა და საბერძნეთის სამართალდამცველები ერთობლივად მონაწილეობდნენ.
ევროპოლიცია აცხადებს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ეს რიგით მეოთხე მსგავსი ოპერაციაა. საერთო ჯამში, ამ ოპერაციების შედეგად, 60 ტონაზე მეტი ჰაშიშია ამოღებული და დაკავებულია 46 ადამიანი. ნარკოტიკის გადატანის ყველაზე პოპულარული მარშრუტია მაროკოდან მალაგის გავლით მათი ჩატანა გერმანიაში.