დონეცკში, ბოსეს რაიონში ამ დრომდე ისმის სროლისა და აფეთქების ხმა: სეპარატისტები და მათი რუსი მხარდამჭერები, მორატორიუმის მიუხედავად, დონეცკში მდებარე სამხედრო ნაწილების შტურმს აგრძელებენ.
სამგზავრო თვითმფრინავს, რომელიც ხარკოვი-თბილისის ავიარეისს ასრულებდა, ლუგანსკზე გადაფრენისას გადასატანი საზენიტო-სარაკეტო მოწყობილობა "იგლის" რაკეტა ესროლეს. საბედნიეროდ, რაკეტა მიზანს ასცდა. - ამის შესახებ უკრაინელი ჟურნალისტები თვითმხილველებზე დაყრდნობით წერენ. ინფორმაცია რუსულ მედიაშიც გავრცელდა.
ცხინვალის ტერიტორიაზე 20 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვინ რას იტყვის, ყველაფერზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ოკუპირებული ტერიტორიიაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ დე-ფაქტო მთავრობის განცხადებაზე საპასუხოდ.
20 წელია ვცდილობდით რუსეთთან დაგვემყარებინა პარტნიორული ურთიერთობები, თუმცა მოსკოვმა თამაშის წესები დაარღვია , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სჯობს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებმა ადამიანებმა იპოვონ გზები და ითანამშრომლონ, იმ საშინელი სიღარიბის შესამცირებლად, რომელიც რეგიონში გამყოფი ხაზის ორივე მხარეს არსებობს, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.
უკრაინულ ბატალიონ „დონბასში“, რომლის წევრები ქართველებიც არიან, ქალთა ჯგუფი გაჩნდა: ქალები, რომლებმაც კიევის ევრომაიდანი გამოიარეს, ბატალიონის შემადგენლობაში ჩაირიცხნენ.
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ვერონიკა პონომარენკო აქვეყნებს 6 წლის, სასიკვდილოდ დაჭრილი გოგონას ფოტოს, რომელიც სლავიანსკში დაიღუპა. მშობლებმა და ოჯახის წევრებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს - სანამ საავადმყოფომდე მივიდნენ, გოგონა გზაში გარდაიცვალა.
კიევში უკრაინაში რუსეთის საელჩოს შენობასთან შეკრებილმა უკრაინელებმა პროტესტი ორიგინალურად გამოხატეს - დაახლოებით ისე, როგორც ამას საქართველოში აკეთებენ, ოღონდ, საქართველოსგან განსხვავებით, იქ პროტესტისთვის შერჩეული პროდუქტი - კვერცხები სიმბოლური ოკუპანტების წინააღმდეგ გამოიყენეს.
უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის მომდევნო ეტაპი სამთავრობო ძალების მხრიდან ქალაქ მარიუპოლის აღებით დასრულდა.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები შევიდნენ - უკრაინის შს მინისტრმა უკვე დაადასტურა სამხედრო აგრესია რუსეთის მხრიდან.