
სამგზავრო თვითმფრინავს, რომელიც ხარკოვი-თბილისის ავიარეისს ასრულებდა, ლუგანსკზე გადაფრენისას გადასატანი საზენიტო-სარაკეტო მოწყობილობა "იგლის" რაკეტა ესროლეს. საბედნიეროდ, რაკეტა მიზანს ასცდა. - ამის შესახებ უკრაინელი ჟურნალისტები თვითმხილველებზე დაყრდნობით წერენ. ინფორმაცია რუსულ მედიაშიც გავრცელდა.
უკრაინულ ფორუმებზე ფაქტს დეტალურად აღწერენ და ამბობენ, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გასროლა დღის მეორე ნახევარში განხორციელდა. თვითმხილველებმა "მაშინსტიტუტის" მხრიდან თვითმფრინავისკენ მიმავალი თეთრი ბოლის კვალი დაინახეს, მოგვიანებით კი აფეთქების ხმაც გაისმა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაკეტა ხარკოვი-თბილისის ავიარეისის თვითმფრინავს ნამდვილად ესროლეს და მიზანს ააცილეს, მოგვიანებით ჟურნალისტმა ლეონიდ შვეცმაც დაადასტურა.