-
2014-06-26 18:57
ცხინვალის ტერიტორიაზე 20 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვინ რას იტყვის, ყველაფერზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ოკუპირებული ტერიტორიიაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ დე-ფაქტო მთავრობის განცხადებაზე საპასუხოდ.
პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რეფერენდუმის თემა საქართველოში ემოციური ფონის შექმნისკენ არის მიმართული. მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებულ საფრთხეებს მისი უწყება სწავლობს, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხს რეფერენდუმზე გაიტანს, - ამის შესახებ სააგენტო ,,იტარ–ტასთან" საუბარში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ახლად არჩეულმა სპიკერმა, ანატოლი ბიბილოვმა, 24 ივნისს, განაცხადა.