იმ საბაბით, რომ ანქვაბი თავის მოვალეობას ვერ ასრულებს, აფხაზეთის ე. წ. პარლამენტმა ალექსანდრე ანქვაბი ტანამდებობიდან გადააყენა, 24 აგვისტოს კი პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.
აფხაზეთის ე.წ. პრემიერმინისტრმა ლეონიდ ლაკირბაიამ პირველი პრესკონფერენცია მოიწვია იმ მოვლენების შემდეგ, რაც სოხუმში ვითარდება. მისი თქმით, ალექსანდრე ანქვაბმა სოხუმი ლიკვიდაციის საფრთხის გამო დატოვა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, რომელსაც პარლამენტმა და ოპოზიციამ უნდობლობა გამოუცხადა, კომენტარს "ლაიფნიუსთან" აკეთებს.
აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მონწილეობის მისაღებად შვედეთში მიემგზავრება. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
სლავიანსკთან პრორუსმა ტერორისტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს - 14 ადამიანი დაიღუპა.
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს, ხოლო ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადაა. ამის შესახებ მან "ლაიფნიუსს" ექსკლუზიურ ინტერვიუში უთხრა.
აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა დე ფაქტო პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს. სოხუმის ცენტრში შეკრებილი მომიტინგეები გადაწყვეტილებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
აფხაზეთის ოპოზიციის უკმაყოფილების მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობაა, მაგრამ მთავარი მაინც აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის ლიბერალური დამოკიდებულება იყო. – ამის შესახებ ფილადელფიის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტმა, მაიკლ ჩეჩირემ "ბი-ბი-სი“-სთან" საუბრისას განაცხადა.
თუკი რუსეთი შეწყვიტავს ტერორისტების დაფინანსებას, მაშინ უკრაინის ხელისუფლება ერთი კვირის განმავლობაში მოაგვარებს სიტუაციას აღმოსავლეთ უკრაინაში.
უკრაინაში აფხაზეთიდან ჩასული "ბოევიკები" მოქმედებენ. როგორც "rbc.ua" იუწყება, ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის უფროსმა, ნიკოლაი ლიტვინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.