ტერორისტები, სლიავიანსკში, საცხოვრებელი სახლების მიმართულებით ისვრიან. მოსახლეობას შორის არიან დაშავებულები -
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს, ალექსანდრე ანქვაბს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მომიტინგეთა რაოდენობით შეშფოთებულმა ალექსანდრე ანქვაბმა სოხუმი დატოვა და "ბომბორას" აეროდრომზე, რუსულ სამხედრო ნაწილს შეაფარა თავი.
ამ დროისთვის სოხუმში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმზე დროებით ხელი აიღეს. ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება დასრულდა, თუმცა, ანქვაბის მიერ წამოყენებული პირობებით ოპოზიცია მაინც უკმაყოფილოა.
ლუაგნსკის ოლქში, ნოვოაიდარში მოქალაქემ მობილურით გადაიღო სიტუაცია, რომელიც ქალაქის ქუჩებშია მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა უმიზეზოდ გაუხსნეს ცეცხლი გზაზე მოძრავ მანქანებს.
გუშინდელი ბრძოლების შემდეგ დონეცკში, მარიუპოლსა და სლავიანსკში უკრაინის მხრიდან დანკარგი არ არის. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა დაწერა--იუწყება ცენზორ.ნეტ-ი.
გუშინ დონეცკში, "კამაზის" აფეთქების დროს დაღუპული ტერორისტების ცხედრები მორგში გადაიტანეს. მათი ამოცნობის პროცედურა დაწყებულია. კადრებს "ლაიფნიუსი" ავრცელებს.
2013 წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, კომპანია „ბოინგის“ მიერ 10 კვტ სიმძლავრის ლაზერული დანადგარის გამოცდის წარმატების შესახებ, რომელსაც შეუძლია უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება, ასევე, ნაღმმტყორცნთა ჭურვების განადგურება.
ტერორისტების ცნობილმა წარმომადგენლებმა „სტრელოკმა“ და „აბვერმა“ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება სცადეს და უსაფრთხო კორიდორი ითხოვეს მას შემდეგ, რაც სამხედრო ავიაციამ წერტილოვანი დარტყმები მიაყენა დონეცკის აეროპორტის ტერმინალს და ათეულობით ტერორისტი გაანადგურა.
დონეცკის აეროპორტს, რომელსაც ტერორისტები აკონტროლებდნენ, უკრაინის სამხედრო ავიაციამ შეუტია. წერტილოვანი დარტყმების შედეგად განადგურდა ტერორისტთა რამდენიმე ბლოპოსტი.