
სჯობს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებმა ადამიანებმა იპოვონ გზები და ითანამშრომლონ, იმ საშინელი სიღარიბის შესამცირებლად, რომელიც რეგიონში გამყოფი ხაზის ორივე მხარეს არსებობს, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.
ნორლანდმა ეს კომენტარი იმ ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმადაც ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი გეგმავს, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი რეფერენდუმზე გაიტანოს.
"ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს. ჩვენ არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ ერთეულებად, ამიტომ არ გვესმის რა მნიშვლნელობა შეიძლება ჰქონდეს ამ რეფერენდუმს. სჯობს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებმა ადამიანებმა იპოვონ გზები და ითანამშრომლონ იმ საშინელი სიღარიბის შესამცირებლად, რომელიც რეგიონში გამყოფი ხაზის ორივე მხარეს არსებობს", - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში.