აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა თურქეთისა და ინდოეთის შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გააფორმეს.
უკრაინელმა პილოტებმა, რომლებიც სლავიანსკთან ჩამოგდებულ თვითმფრინავს მართავდნენ, ის სლავიანსკის შემოგარენს გაარიდეს, რათა დასახლებულ ადგილას არ დაცემულიყო. ამავე დროს, არაა გამორიცხული, რომ ეკიპაჟმა ალმოდებული თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტომა მოასწრო, მათი აღმოჩენისა და ევაკუაციის მიზნით ოპერაცია ტარდება.
დონეცკის ოლქში სიტუაცია ისევ დაძაბული რჩება: ანტიტერორისტული ოპერაცია აქტიურ ფაზაში შევიდა, განსაკუთრებით მასშტაბური შეტაკებები სლავიანსკთან მიმდინარეობს, სადაც უკრაინის არმიის შეტევაში უკვე ტანკებიც ჩაერთო. ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ პრორუსი ბოევიკები აკონტროლებენ.
რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ბრძოლა მიმდინარეობს. "უნიანის" ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან მესაზღვრეებს უტევენ ჯავშანტრანსპორტიორი და "კამაზის" ტიპის ტყვიამფრქვევიანი ავტომანქანები.
YouTube-ზე ატვირთულია რგოლი, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ დონეცკელმა სეპარატისტებმა შეძლეს საბჭოთა კავშირის დროინდელი ტანკის ИС-3-ის ამუშავება.
ნემიროვში, (ვინიცკის რეგიონი) უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს ერთერთი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინაში, გორლოვკაში განთავსებულმა ტერორისტულმა შტაბმა გაავრცელა ვიდეო, სადაც აღწერილია ორი, ზურგშექცევით მდგარი მოქალაქის დახვრეტა.
აფხაზურ ფორუმებზე აქტუალურად განიხილება ვერსია, რომ ალექსანდრე ანქვაბმა რუსეთთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, რასაც დაჟინებით მოითხოვდა მისგან მოლაპარაკებაზე მისული სურკოვი, გადადგომა ამჯობინა.
უკრაინული და რუსული მედიით განხილვადი თემა - დაიბომბა თუ არა ლუგანსკის ცენტრი უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავის მიერ, ამ დრომდე აქტუალურია, თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ შეკითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია.
უკრაინული და რუსული მედიის ცნობით, ლუგანსკისა და ჩრდილოდონეცკის რეგიონის სოფელ ვოევოდოვკასთან დაცხრილული იყო ბლოკპოსტები.