
დონეცკში, ბოსეს რაიონში ამ დრომდე ისმის სროლისა და აფეთქების ხმა: სეპარატისტები და მათი რუსი მხარდამჭერები, მორატორიუმის მიუხედავად, დონეცკში მდებარე სამხედრო ნაწილების შტურმს აგრძელებენ.
მორატორიუმის ამოწურვამდე 24 საათით ადრე მათ უკვე აიღეს სარაკეტო ჯარების გარნიზონი და სამხედრო ნაწილი № А-1402, ახლა კი შეტევა ბოსსეს რაიონში განთავსებულ 3037-ე ნაწილზე მიიტანეს, რომელიც სამხედრო სასწავლებლის ეზოშია განთავსებული. ამ ტერიტორიაზე საბრძოლო მასალების საწყობებიცაა განთავსებული და, როგორც უკრაინული მედია წერს, შესაძლოა, განუწყვეტელი აფეთქების ხმა საწყობებში ხანძრის გაჩენით იყოს გამოწვეული.