
20 წელია ვცდილობდით რუსეთთან დაგვემყარებინა პარტნიორული ურთიერთობები, თუმცა მოსკოვმა თამაშის წესები დაარღვია , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რასმუსენმა ნატო-უკრაინის საბჭოს დღეს გამართული სხდომა შეაფასა და რუსეთს უკრაინაში ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
"ჩვენ 20 წელია ვცდილობდით რუსეთთან დაგვემყარებინა პარტნიორული ურთიერთობები, თუმცა მოსკოვმა თამაშის წესები დაარღვია. უკრაინაში ის უკანონო ქმედებებს ახორციელებს და ამ პირობებში ნატო ვერ შეძლებს რუსეთთან თანამშრომლობის განახლებას ჩვეულ რეჟიმში.
მოსკოვმა, ჩვენი აზრით, უნდა გადადგას რამდენიმე ნაბიჯი, მათ შორის შეწყვიტოს უკრაინაში დესტაბილიზაცია და შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერა", - განაცხადა რასმუსენმა.