რუბრიკა "რეტროფრაზები" ამჯერად წარმოგიდგენთ ვალერია ნოვოდვორსკაიასა და ნიკოლოზ ბოროვოის თვალსაზრისს, რომელიც მათ ერთობლივი მიმართვის სახით 2013 წელს გამოაქვეყნეს.
ნიკა რურუა წერს, რომ ახალი პოლიტიკური კულტურის დაფუძნება დღეს მმართველი კოალიციის ხელშია და თუ ეს არ მოხდა, საქართველო ივლის მოჯადოებულ წრეზე, სადაც საქართველოს ერთ ნახევარს გულსა და გონებაში მეორე ნახევრის განადგურების სურვილი ექნება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-დან გამოეხმაურა მისთვის ბრალის წაყენებასა და აზერბაიჯანთან ურთიერთობებში ბოლო დროს არსებულ პრობლემებს.
პროფესორი დოდონა კიზირია ბადრი პატარკაციშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მეთოდების მსგავსებაზე ამახავილებს ყურადღებას და მათთან ერთად ბორის ბერეზოვსკისთვის პუტინის მიერ სავარაუდოდ, საქართველოსთან მიმართებაში მიცემულ დავალებაზე წერს, შედეგად კი ასკვნის, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებაში ვლადიმირ პუტინის ხელი ურევია.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ განცხადებას პასუხობს, სადაც ის უარყოფით კონტექსტშია მოხსენიებული, „რუსთავი-2“-თან ერთად.
სტიქაროსანი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე მოსკოვში სერგი რადონეჟელის 700 წლის იუბილეზე ვლადიმირ პუტინის სტუმრობის ფაქტს ეხმიანება, რომელსაც მსოფლიოს თხუთმეტივე ავტოკეფალური ეკლესიის წარმომადგენელი მღვდელმთავრები ესწრებოდნენ.
უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა ემოციები ვერ შეიკავა და რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის მორიგი შეთავაზების შემდეგ ეს უკანასკნელი „к е*ени матери“ გაგზავნა. ავაკოვის ემოცია ლავროვის სიტყვებმა გამოიწვია, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინამ ტერორისტებს ულტიმატუმი კი არ უნდა წაუყენოს, არამედ უნდა მოელაპარაკოს.
"ბიძინა ივანიშვილი გადაცემას რომ გააკეთებს, იცით, რომ შეიძლება იქ შეუვარდნენ?– ხალხი ისეა გამწარებული", –ამის შესახებ ,,ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
,, პუტინი კადაფის გზას მიჰყვება,“– საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ მომხდარ ტრაგედიას ,,ფეისბუქზე“ ეხმიანება და ბოინგის ჩამოგდებაში პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აკისრებს.
"ტაბულას" ხელმზღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემა "არჩევანში" ჩართვის დროს იმ შეკითხვებს სვამს, რომლებიც ლოგიკურად გაჩნდა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების შემდეგ. თამარ ჩერგოლეიშვილი ხაზს უსვამს, რომ ეს მხოლოდ შეკითხვებია, რომლებსაც დამაჯერებელი პასუხები უნდა გაეცეს.