-
2014-07-18 14:21
,, პუტინი კადაფის გზას მიჰყვება,“– საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ მომხდარ ტრაგედიას ,,ფეისბუქზე“ ეხმიანება და ბოინგის ჩამოგდებაში პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აკისრებს.
სააკაშვილი ევროსაბჭოს წევრებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ისინი მსგავსი ტრაგედიების დროს პირადპირ სანქციებს არ იღებენ და ყოველთვის არჩევენ შემოვლითი გზით მოქმედებას.
,,ორი წლის წინ ევროპელები დიდი ხნის მანძილზე მსჯელობდნენ, დაეწყოთ თუ არა ბრძოლა კადაფის დაზვერვის წინააღმდეგ, რომელმაც ჩამოაგდო ბოინგი c300, რომლის ბორტზეც იმყოფებოდა 300 მგზავრი. ევროსაბჭო ისევ ვერ თანხმდება დარგობრივ სანქციებზე. გუშინ თვითმფრინავი ცოცხალი ადამიანებით ციდან ჩამოაგდეს. მაგრამ ეს ციდან ჩამოვარდნილი ტრაგედია არ იყო, ამას ამზადებდნენ დიდი ხანია.
ევროპის თვალწინ რუსულმა ჯავშანტექნიკამ და ანტისაჰაერო აღჭურვილობამ გადაკვეთეს სუვერენული უკრაინის საზღვარი. ევროპას კი ურჩევნია სხვა გზა ეძებოს და სხვაგან იყუროს. რამდენიმე თვის წინ, ბრიუსელის ფორუმზე ჩემი კრიტიკული გამოსვლის დროს, ევროპის ერთერთი უდიდესი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აგრესიულად მომმართა: „თქვენ გვთავაზობთ დავბომბოთ რუსეთი?“ რაზეც მე ვუპასუხე - „არა, დაელოდეთ სანამ ისინი დაგბომბავენ თქვენ“. რა თქმა უნდა დარბაზში დამსწრეთაგან გარკვეულმა ნაწილმა ჩემი რეპლიკა არადიპლომატიურად ჩათვალა.
ასე რომ, ანტისაჰაერო სისტემის რუსულმა რაკეტამ, რომელიც ტერორისტებს პუტინის უშუალო მითითებით გადაეცათ და ეს ეჭვგარეშეა, ნამდვილად ჩამოაგდო ევროპის მოქალაქეებით სავსე სამგზავრო თვითმფრინავი. პუტინმა მაშინვე დასდო ბრალი მომხდარში უკრაინას, უკრაინას წინააღმდეგობა არ უნდა გაეწია და არ იქნებოდა საჭირო სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება, ეს ცინიზმია. მაგრამ პუტინმა იცის, ვისთვისაც საუბრობს. როცა ჩვენთან ქალაქ გორში, რომელსაც რუსეთი ინტენსიურად ბომბავდა , დაიღუპა ჰოლანდიელი ჟურნალისტი, ევროპელმა კოლეგამ, რომელმაც რუსეთი განსაჯა, ასევე თქვა, რომ ჟურნალისტის გარდაცვალებაში ქართული მხარეც დამნაშავეა, რომელმაც საკუთარი წინააღმდეგობით ქალაქზე იერიშის მიტანა გამოიწვია რუსეთის მხრიდან.
რა თქმა უნდა, ამ განუკიტხაობაში მთავარი დამნაშავე კრემლში ზის, მაგრამ ეს სისხლისმსმელი კრემლიდან ვერ გაბედავდა ყოველდღიურ სისხლიან ნადირობაზე გამოსვლას, რომ არა თანამზრახველები ბერლინში, ბრიუსელში, რომში და ა.შ “, - წერს სააკაშვილი.