საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველოსბის არჩევნების თემას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმიანება და იხსენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2002 წელსაც მეორე ადგილზე გავიდა, მაგრამ ეს გამარჯვებად ჩაითვალა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მარნეულის ერთერთ საარჩევნო უბანში სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ ვიდეომასალას ეხმიანება, სადაც ხმების გაყალბების ფაქტია აღბეჭდილი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ მეორე ტურში მოსახლეობა არ გადაჰყვება ფეხბურთის ყურებას, საარჩევნო უბნებზე მივა და თავის პოზიციას გამოხატავს, მინისტრის განცხადებით, 15 ივნისს საქართველო ყველგან გალურჯდა.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი ამჯერად შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ის 26 მაისის მიტინგის დარბევაში მონაწილეობდა.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ქუთაისში, ქუთაისის მერობის კანდიდატად პარტიის მიერ წარდგენილ გია თევდორაძესთან ერთად მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე "ქართული ოცნების" მიერ მიცემული წინასაარჩევნო დაპირებები გაიხსენა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ძალადობის ყველა ფაქტი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. მისივე თქმით, კვერცხების სროლის გამო დრამატიზება არ ღირს, რადგან ეს, ქვების სროლისგან განსხვავებით, ცივილიზებულობის ფორმაში ჯდება.
საქართველოს თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის სპიკერს მიმართავს. ბაჩო ახალაია წერს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზა გზაა სოხუმისკენ და ხელისუფლებისგან მოითხოვს, საჯარო გახადოს აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთტან დაკავშირებული ყველა მოლაპარაკება.
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თბილისის მერობის კანდიდატთა დებატებს ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმიანება და დავით ნარმანიას ზრდილობას უწუნებს.
„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელი, თავდაცვისა და შსს-ს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი „ფეისბუქით“ ეხმიანება რომა შამათავას შესახებ შსს-ს განცხადებას და წერს, რომ ხელისუფლება ცდილობს, გმირებს პატიმრობა გაუხანგრძლივოს.
6 მაისს ვენაში სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ნიუსი „იტარ-ტასმა“ გაავრცელა. მისი შინაარსიდან სათაურშიც და ლიდშიც გამოირჩა ფრაზები, სადაც სერგეი ლავროვი საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში რუსეთის მხრიდან ჩაურევლობაზე საუბრობდა.