
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ განცხადებას პასუხობს, სადაც ის უარყოფით კონტექსტშია მოხსენიებული, „რუსთავი-2“-თან ერთად.
„ბიძინა ივანიშვილს ურჩევნია, გამოიყენოს ისტორიის შანსი, ჯერ კიდევ არაა გვიან, გამოასწოროს თავისი მიქარული და ვურჩევ, ეს შანსი გამოიყენოს.
ივანიშვილს უყვარს მონა პოლიტიკოსები, მონა ტელევიზიები, მონა ჟურნალისტები და საერთოდ, მონები. „რუსთავი-2“ ბედნიერია, რომ ივანიშვილი მას კარგი თვალით არ უყურებს“, - თქვა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „მოქალაქის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში „რუსთავი-2“ მოხსენიებულია, როგორც უპასუხისმგებლო, „მდაბიური რიტორიკის“ გამვრცელებელი არხი, ხოლო მიხეილ სააკაშვილის შესახებ ნათქვამია, რომ მისი განცხადებები შალვა ნათელაშვილისას დაემსგავსა, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევს.