
პროფესორი დოდონა კიზირია ბადრი პატარკაციშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მეთოდების მსგავსებაზე ამახავილებს ყურადღებას და მათთან ერთად ბორის ბერეზოვსკისთვის პუტინის მიერ სავარაუდოდ, საქართველოსთან მიმართებაში მიცემულ დავალებაზე წერს, შედეგად კი ასკვნის, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებაში ვლადიმირ პუტინის ხელი ურევია.
დოდონა კიზირიამ მოსაზრება „ფეისბუქით“ გაავრცელა, რომელსაც „აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ:
„1. როგორც ბადრის, ასევე ბიძინას და კიდევ ერთ მილიარდერს ჰქონდათ უზარმაზარი კაპიტალი, დაბანდებული რუსეთში. პუტინს სურდა სააკაშვილის მოცილება და პირველად სცადა ამ მიზნისთვის გამოეყენებინა პატარკაციშვილი. მან დაბლოკა ბადრის საბანკო და საბიზნისო საკუთრება, რომელსაც დაუბრუნებდა იმ შემთხვევაში, თუ ის სააკაშვილსაც მოიცილებდა და საქართველოსაც რუსეთს გადაულოცავდა.
უფრო მეტიც, ვითომ მისი დაპატიმრების ბრძანებაც გაიცა, რათა გამარრთლებულიყო პატარკაციშვილის საქართველოში გადმობარგება. ბადრიმ დავალება ვერ შეასრულა და ამაში ვანო მერაბიშვილს უნდა ვუმადლოდეთ. შემდეგ პატარკაციშვილი საეჭვოდ სწრაფად გარდაიცვალა ლონდონში. იცით რატომ? იმიტომ, რომ პუტინმა მას არ დაუბრუნა ის, რასაც ადრე დაპირდა. თავის მხრივ პატარკაციშვილი დაემუქრა, რომ საჯაროდ გახდიდა მათ შეთანხმებას.
2. გადავიდეთ შემდეგზე. ბადრის სიკვდილის შემდეგ, უეცრად სცენაზე გამოჩნდა მილიარდერი ბორის ბერეზოვსკი, რომელმაც, ალბათ გეხსომებათ, გამოაცხადა, რომ ის გააგრძელებდა ბადრის „კეთილშეობილ“ საქმეს საქართველოში და დაეხმარებოდა მის ოჯახსა და ახლობლებს(?!?!?!). ისიც გეხსომებათ, რომ ბერეზოვსკისაც ანალოგიური სიტუაცია ჰქონდა - უზარმაზარი კაპიტალდაბანდება რუსეთში, რომელიც პუტინმა მიითვისა.
აქ ზუსტად არ ვიცი, საკმარისი ცნობები არა მქვს, მაგრამ სავარაუდოა, რომ მას იგივე წინადადება მისცა პუტინმა საქართველოსთან დაკავშირებით, ან ეს მისი პირადი ინიციატივა იყო, რათა პუტინი ესიამოვნებინა და რუსეთში დაბრუნებულიყო. მას ეს ძალიან უნდოდა, ვინაიდან რუსეთში ბიზნესმეგობრების ძალზე ფართო ქსელი ჰქონდა. ამასთანავე, როგორც მისი წერითი თუ ზეპირი განცხადებებიდან ჩანს, მართლაც უნდოდა რუსეთში დაბრუნება. როგორც გახსოვთ (გახსოვთ, არა?), ისიც საეჭვო სიტუაციაში და „სკოროპოსტიჟნო“ გარდაიცვალა.
3. აქტი მესამე, გამოსვლა მესამე. ამჟამად სცენაზეა არა მილიარდერი, მაგრამ არც ბოგანო პაუპერი, კრიმინალ-პარტიული ოჯახის პირმშო, ხარბი, ეშმაკი და უსაზღვრო ამბიციით გახელებული ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. მას პირდებიან საქართველოს, როგორც რუსეთის გუბერნიის მოურავობას. ამ დაპირების შედეგი იყო 26 მაისი და თუ კარგად გავიხსენებთ იმ პროცესს, რამაც ამ დღემდე მიგვიყვანა, ადვილი დასანახია რა იყო იქ მთავარი. ამიტომ ბესელია-ხიდაშელი და და-ძმანი მათნი ამ დღის მხოლოდ ფინალზე ამახვილებენ ყურადღებას, ვინაიდან ეს მათ უფრო აწყობთ.
4. აქტი მეოთხე, გამოსვლა მეოთხე. სცენაზე გამოჩნდა კიდევ ერთი მილიარდერი, ბადრისა და ბერეზოვსკისთან შედარებით უვიცი და ბლუ, მაგრამ უაღრესად გაქნილი, ეშმაკი კრიმინალი, რომელსაც ევალება საქართველოში ქაოსის შექმნა. მასთან შეთანხმებაც დაახლოვებით იგივეა, რაც ბადრისთან, მაგრამ სწორედ მისი გაქნილობის შედეგად მას ეძლევა დამატებითი 2 მილიარდი და პირობა რომ სწრაფად შესძლებს გაყიდოს ზოგიერთი მისი ბიზნესი რუსეთში. თუ გახსოვთ, ეს მართლაც მოხდა წარმოუდგენლად სწარაფ დროში და უფრო მაღალ ფასად (აბა ბიძინა რისი ბიძინაა!) ვიდრე თვითონ ეს ბიზნესი იყო.
პუტინი დარწმუნებული იყო, რომ სააკაშვილი ყველაფერზე წავიდოდა და გააყალბებდა არჩევენებს, რის შედეგადაც ივანიშვილი მოაწყობდა არეულობასა და სისხლის ღვრას, რასაც მოყვებოდა „რუსი მშვიდობის დამყარებლების“ ტანკებით შემოსვლა საქართველოში. რუსები ხომ მეგობრებთან ტრადიციულად ტანკებით დადიან, ამისთვის სერიოზული მზადება იყო ჩატარებული დიდი რაოდენობის იარაღიც მომზადებული, რომელიც შემდგომ მომგებიანად გაიყიდა ლიბანსა და სირიასი. ესეც რუსეთის წყალობით.
სააკაშვილის გუნდმა აღიარა დამარცხება ჯერ კიდევ არჩევნების დამთავრებამდე, რითაც პუტინს და ბიძინას კოვზი ნაცარში ჩაუგდო. საქართველოში სისხლისღვრა არ დაწყებულა, მთავრობა მშვიდობიანად შეიცვალა, რასაც მეოცნებეები ივანიშვილის სიბრძნეს მიაწერენ და არა ნაციონალების ჭკვიანურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილი ფაქტიურად საქართველოს ბატონ-პატრონი გახდა მიმდინარეობს თანამიმდევრული პოლიტიკა, რათა ქვეყანაში გაძლიერდეს რუსეთის გავლენა, რუსეთს მიეცეს შესაძლებლობა უფრო და უფრო მეტი ქართული მიწების მითვისება ყოველგვარი პროტესტის გარეშე. შეიქმნას ისეთი ეკონომიური და პოლიტიკური სიტუაცია, რომ დასავლეთმა ხელი აიღოს საქართველოზე და ერთადერთი გზა რუსეთისკენ მიდიოდეს.
ამის შემდეგ მეტყვით, რომ სააკაშვილისადმი ბრალდების წაყენებაში პუტინის ხელი არ ურევია?!“, - წერს დოდონა კიზირია.