
უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა ემოციები ვერ შეიკავა და რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის მორიგი შეთავაზების შემდეგ ეს უკანასკნელი „к е*ени матери“ გაგზავნა. ავაკოვის ემოცია ლავროვის სიტყვებმა გამოიწვია, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინამ ტერორისტებს ულტიმატუმი კი არ უნდა წაუყენოს, არამედ უნდა მოელაპარაკოს.
„ვისთან უნდა გავმართოთ ეს მოლაპარაკება? მათთან, ვინც თავს „ამბოხებულ უკრაინელ ხალხად“ აცხადებს და ფსბ-შნიკ-გრუ-შნიკია? რუსეთის მოქალაქეებთან გირკინთან და ბოროდაისთან? თუ როსტოველ ორცოლიან „მოტოროლასთან“, თავს რომ „სახალხო მერს“ უწოდებს? იქნებ, რუსეთის მოქალაქე ბეზლერთან, იგივე Бес-თან, რომელიც სამოქალაქო თვითმფრინავების ჩამოგდებითაა ცნობილი?
ამ რჩევების ნაცვლად, იქნებ, უბრალოდ, თავად წავიდნენ „к е*ени матери“, ჩვენ კი აქ თავად გავერკვევით... და ყველაფერი კარგად იქნება, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, ისე, როგორც ახლა სლავიანსკშია. სწორედ ასე იქნება დონბასის სხვა ადგილებშიც“, - წერს ავაკოვი „ფეისბუქზე“.