
"ბიძინა ივანიშვილი გადაცემას რომ გააკეთებს, იცით, რომ შეიძლება იქ შეუვარდნენ?– ხალხი ისეა გამწარებული", –ამის შესახებ ,,ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია ბიზნესმენმა ბიზნესი აკეთოს, ის პოლიტიკაში არ ჩაერიოს და არ წეროს კანონები. შალვა ნათელაშვილი გადაცემა ,,რეაქციაში“ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების შესახებ სასაუბროდ ჩაერთო, ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილს „მკვლელი“ და „ხალხის გადამგდები“ უწოდა და აღნიშნა, რომ როცა ქვეყანას მართავს მილიონერთა კლუბი, ეს იწვევს ქვეყანაში პრობლემებს , იწვევს მკვლელობებს და ეს ქვეყანას ანადგურებს.