ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურ დირექტორად დაინიშა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. მან ამ პოსტზე გიორგი ბახტაძე ჩაანაცვლა. ცნობა მედიაში თავიდაპირველად "იმედის" თანამშრომლებმა თავად გაავრცელეს.
"პრაიმ კრაიმი" "ქურდული სამყაროს" სტატისტიკას აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რამდენი ე.წ. "კანონიერი ქურდია" ამ დროისთვის მსოფლიოში, მათგან რამდენია გისოსებს მიღმა და როგორია მათი ეთნიკური შემადგენლობა.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური "აიპრესთან" საუბრისას, პენსიის მატებასთან დაკავშირებით "ათლარიან მატებას" აპროტესტებს და ამბობს, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდა.
13 წლის მოზარდი წყნეთში, პეინტბოლის პერიმეტრში, ყელში მოხვედრილი ტყვიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ტყვია ახალგაზრდას გაუვარდა, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღს წმენდდა.
გურჯაანში, კოტეხის ღვინის ქარხანასთან, სადაც ყურძენს კახური ტრადიციული მეღვინეობა იბარებს, ყურძნით დატვირთული 100-ზე მეტი სატვირთო მანქანა უკვე მეორე დღეა რიგში დგას. საწარმოში ამ დროისთვის ყურძნის მიღების პროცესი შეჩერებულია. ამის შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" იტყობინება.
ზუგდიდში სტადიონისა და მის ირგვლივ ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 9 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერი, შესაძლოა, რუსულმა კომპანია „ლიტომმა“ მოიგოს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გახშირდა ანგარიშსწორების მუქარა მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ და სამართალდამცველ ორგანოებს მიმართა, უზრუნველყონ საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმალური მუშაობა.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რომელიც ზუგდიდში ადგილობრივ მრევლს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მღვდელმთავარმა, ეპისკოპოსმა გერასიმემ გააცნო, ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდში დარჩება და მას ხობში არ გადაიტანენ.
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დღეს, 20 საათზე ზუგდიდში, ღვთისმშობლის შობის სახელობის მშენებარე ტაძართან შეკრებილი მრევლი, რომელთა შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ, ზუგდიდიდან ღვთისმშობლის კვართის ხობში, ერთი დღით შესაძლო გადატანას აპროტესტებდა.