მომღერალმა სტას ბარეცკიმ, რომელიც ჯგუფ "ლენინგრადში" გამოდიოდა, ქუჩაში, გამვლელების თვალწინ რუსულ რუბლს ორიგინალურად დაუჭირა მხარი: მან აშშ დოლარების დასტა დაწვა, სადაც ჯამში 20.000 აშშ დოლარი იყო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ოკუპირებულ აფხაზეთში მის ყოფნასთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებდა და ტელევიზიით კადრებიც გაავრცელა, სადაც ის ვიტალი დარასელიას საფლავთან, ოჩამჩირეში იყო აღბეჭდილი, თუმცა, თავად არ გაუვრცელებია ვიდეო, სადაც სოხუმის, როგორც აფხაზეთის დედაქალაქის სადღეგრძელოს ამბობს.
18 სექტემბერს, მეტრო რუსთაველთან, 26 წლის ჟურნალისტის ნინო სულაბერიძის მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა "მაესტროსთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერის შესახებ მის გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე აცნობეს, ხოლო ელექტრონული ფოსტით მიღებული რეზოლუცია არ წაუკითხავს, რადგან მაღალი წნევა ჰქონდა.
13 წლის ზურა ბურდულს დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია. ამჟამად იგი იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის. პაციენტს ესაჭიროება ფინანსური დახმარება.
"გლდანის შაურმა", რომელიც პოპულარობით სარგებლობს თბილისში, პროდუქტს აძვირებს და ამას შაურმის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტების გაძვირებით ხსნის, ამასთან, მომხმარებელს ბოდიშს უხდის. განცხადება "ფეისბუქზე" ქვეყნდება.
"GHN"-ის დამფუძნებელი გოჩა მირცხულავა ცესკოს საქმიანობასთან და მის თავმჯდომარესთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციების წმენდას იწყებს და ვისაც ვადა ეწურება, სახლში გაუშვებს, ხოლო ვინც ვადის გაგრძელებას მოინდომებს, აუცილებლად ჩააგდებს. ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ კომისიას, ფაქტობრივად, ზურაბ ტყემალაძის შვილის ცოლისძმა მართავს.
"არჩევანის" სტუდაიაში ხმაური მოჰყვა "ქართული ოცნების" წარმომადგენლის გიორგი ბუკიას ჩართვას - სტუდიაში კახელი მევენახეები იმყოფებოდნენ.
„აჩრდილი დადის ზუგდიდში, აჩრდილი მიშასი“ - ბევრჯერ და სხვადასხვაზე მორგებულ ამ უკვდავ ფრაზას არსად არა აქვს ისეთი თანხვედრა, როგორც ამჯამინდელ ზუგდიდში და უნდა ითქვას ისიც, რომ რაც უფრო ეცემა „ქართული ოცნების“ რეიტინგი, რომელიც სამეგრელოში არც არასდროს ეთამაშებოდა ვარსკვლავებს, მით უფრო მკვეთრია მიშას აჩრდილი და მით უფრო თეთრია ადგილობრივ ხელისუფალთა ღამეები.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ კლასიკურ გიმნაზიაში იმყოფებოდა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მოსწავლეთა მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.