რუსეთის სახელმწიფო ორგანოებისგან დაწუნებულმა კომპანია Литом-მა, შესაძლოა, ზუგდიდში სტადიონი ააშენოს

Image

ზუგდიდში სტადიონისა და მის ირგვლივ ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 9 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერი, შესაძლოა, რუსულმა კომპანია „ლიტომმა“ მოიგოს.

 

სწორედ ეს, მოსკოვში, მარშალ მალინოვსკის ქუჩაზე იურიდიულად რეგისტრირებული კომპანია გახლდათ ერტადერთი პრეტენდენტი გამოცხადებულ ტენდერში, რომელზეც წინადადებების მიღება უკვე დასრულებულია. შესაბამისად, არსებობს ერთი პრეტენდენტი და მისი შეთავაზება, რომელიც სატენდერო კომისიამ უნდა განიხილოს.

 

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, შესყიდვა გამოცხადდა 10 სექტემბერს, ხოლო წინადადებების მიღება 15 სექტემბერს, 00:04-ზე დაიწყო და 17 სექტემბერს, 12:00-ზე დამთავრდა. ამავე ვებგვერდის მონაცემების მიხედვით, ვაჭრობის სამივე რაუნდში მხოლოდ შპს „ლიტომი“ მონაწილეობდა.

 

tenderr.jpg

 

 

აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის სამივე რაუნდი მხოლოდ 8 წუთს გაგრძელდა, ხოლო რაუნდებს შორის ინტერვალი, ისევე, როგორც თითოეული რაუნდის ხანგრძლივობა, ზუსტად ორი წუთია:

 

პირველი რაუნდი 17 სექტემბერს, 12:05-ზე დაიწყო და 12:07-ზე დასრულდა, მეორე რაუნდი 12:09-ზე დაიწყო და ისიც ორ წუთში, 12:11-ზე დასრულდა, ხოლო ბოლო, მესამე რაუნდი ასევე ორწუთიანი იყო: ის 12:13-ზე დაიწყო და 12:15-ზე დასრულდა.

 

შპს „ლიტომის“ შეთავაზება 9.699.77  ლარია, მაშინ როცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ტენდერისთვის გამოყოფილი თანხა 9.800.000 ლარს შეადგენდა.

 

tenderrrr.jpg

 

litom.jpg

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერში იმ სამუშაოების შესახებ, რაც უნდა ჩატარდეს, ეს ინფორმაციაა მითითებული:

 

შესყიდვის ობიექტი: ქალაქ ზუგდიდში ჯანაშიას ქ. №15-ში ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები.

 

 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 9,800,000 ლარი დღგ-ს გათვალისწინებით.

 

ქალაქ ზუგდიდში ჯანაშიას ქ. №15-ში ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესრულება მიმწოდებლის მიერ განხორციელდება სამ ეტაპად, ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან:

 

1. პირველი ეტაპის სამუშაოები უნდა დასრულდეს 2015 წლის 10 დეკემბრამდე,

 

2. მეორე ეტაპის სამუშაოები უნდა დასრულდეს 2016 წლის 10 დეკემბრამდე,

 

3. მესამე ეტაპის სამუშაოები უნდა დასრულდეს 2017 წლის 30 სექტემბრამდე.

 

რაც შეეხება ამ მრავალწლიანი შესყიდვის ტენდერში მონაწილე ერთადერთ პრეტენდენტს, შპს „ლიტომს“, ის რუსეთში რეგისტრირებულია 2010 წლიდან. ოფიციალური მონაცემებით, კომპანიის გენერალური დირექტორი როსტომ ნაკაშიძეა, მფლობელების გრაფაში კი მითითებულია ალი ბაკურიძის სახელი და გვარი.

 

tenderrrrr.jpg

 

 

ვებგვერდ sbis.ru-ზე, სადაც რუსეთში არსებულ სამშენებლო და სხვა კომპანიებსა და ფირმებს ოფიციალური წყაროებისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით სამვარსკვლავიანი შკალით ახარისხებენ, „ლოტომთან“ დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ამ ფირმამ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ რუსეთში სულ 17 განაცხადი გააკეთა, აქედან კი მხოლოდ ერთი მოიგო.

 

რაც შეეხება სანდოობის შკალას, კომპანიის დასახელების გასწვრივ  აქ სამი ვარსკვლავიდან მხოლოდ ერთი კაშკაშებს.

 

LOTOM.jpg

 

 

ვის ინტერესებში შედიოდა ზუგდიდში 9 მილიონიან ტენდერში რუსული კომპანიის მონაწილეობა და ტენდერის პირობების ისე მორგება მასზე, რომ ფირმა ერტადერთი პრეტენდენტი ყოფილიყო და ვაჭრობის რაუნდები მაქსიმალურად სწრაფად დაესრულებინა, ამ საკითხზე ქალაქში სხვადასხვაგვარი მოსაზრებები აქვთ.

 

ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ზუგდიდის სტადიონის მშენებლობაში რუსული კომპანიის გამარჯვებას „ჩუმად“ უნდა ჩაევლო, თუმცა, ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შესაძლოა, სატენდერო კომისიამ უარი უთხრას კომპანოია „ლიტომს“ და ტენდერი ხელახლა გამოაცხადოს.

 

P.S. - მასალის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ხელსეკრულება ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და შპს "ლოტომს" შორის არ გაფორმდება, რადგან სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გრაფა "სტატუსის" გასწვრივ, ამ შესყიდვასთან დაკავშირებით გაჩნდა წარწერა: "დასრულებულია უარყოფითი შედეგით". 

 

TEND-STAT.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !