-
2015-09-17 22:45
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
გიგი უგულავას დარბაზშივე მიულოცეს გათავისუფლება ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, თანამებრძოლებმა და სასამართლოს ეზოში შეკრებილმა მოქალაქეებმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურა ცდილობდა, გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ დანიშნული პროცესი გადაედო და მიზეზად თავდაპირველად სათადარიგო მოსამართლეს ასახელებდა. პროცესს სათადარიგო მოსამართლე წარმართავს, რადგან ძირითადი მოსამართლე საქართველოში არ იმყოფება.
პროკურატურის განცხადებით, სათადარიგო მოსამართლე არაა უფლებამოსილი, პროცესი ჩაატაროს, ხოლო გადაწყვეტილება ვერ იქნება კანონიერი. პროკურატურის წარმომადგენლებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა, სამაგიეროდ, პროცესზე ორი საათით გამოცხადდა შესვენება, რადგან ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ვერ მოასწრეს გაცნობოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა კანონის ნორმა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო პირის დატოვება წინასწარ პატიმრობაში 9 თვეზე მეტი ვადით, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხი.
გიგი უგულავას პირველი ფოტო - "რუსთავი-2":
