
13 წლის მოზარდი წყნეთში, პეინტბოლის პერიმეტრში, ყელში მოხვედრილი ტყვიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ტყვია ახალგაზრდას გაუვარდა, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღს წმენდდა.
დაჭრილი მოზარდი "დოქტორ ჰაუსის" კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა - ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. პირი, რომლის შემთხვევით გასროლასაც ემსხვერპლა ბიჭი, პოლიციას თავად ცაბარდა. ჯერ არაა ცნობილი, ჰქონდა თუ არა მას იარაღის ტარების უფლება.