ნოდარ ხადური: "პენსია ათი ლარით კი არა, 50 ლარით გავზარდეთ"

Image

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური "აიპრესთან" საუბრისას, პენსიის მატებასთან დაკავშირებით "ათლარიან მატებას" აპროტესტებს და ამბობს, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდა.

 

"რატომ ათ ლარიანი და რატო არა ორმოცდაათ ლარიანი? ჩვენ 110 ლარი ჩავიბარეთ პენსია და დღეს 160 ლარია. ჩვენ აღვუდგინეთ რეგრესის პენსიები მოქალაქეებს. აი მაგალითისათვის, ეს არიან მეშახტეები, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები, რომლებიც დაშავდნენ, მათ წინა ხელისუფლებამ პენსიის მიცემა საერთოდ შეუწყვიტა, ჩვენ ეს აღვუდგინეთ; შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს, ბავშვებს გავუზარდეთ პენსია და გავუთანაბრეთ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძებლობების მქონე პირებს, ძველებურად პირველი ჯგუფის ინვალიდებს რომ ვეძახდით.

 

ამიტომ ბევრი მიმართულებით მივდივართ. ვიცი, რომ ეს საკმარისი არ არის და ამის შეხსენება არავისგან მჭირდება, რადგან ყოველდღიურ გარემოში მიწევს ამ ადამიანებთან ურთიერთობა, მათთან ერთად ცხოვრება და ბევრ რამეს ვხედავ, ვიცი, მაგრამ არის თემები, რომლებზეც, სამწუხაროდ, ყოველთვის ყველაფერი არ გამოდის.

 

მე ერთ მარტივ რამეს გეტყვით, ეკონომიკური ზრდა, რომელიც არის წარმატების ერთ-ერთი ინდიკატორი, ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ არც ჩვენი არ არის ისეთი, როგორიც გვსურს...

 

- რა პარამეტრებს გულისხმობთ, რითი გვაქვს უკეთესი?

 

- დაახლოებით 2,5-3 პროცენტია ეკონომიკური ზრდა საქართველოში, რუსეთს და უკრაინას არ შევადარებ იქ მინუსებია, იგივე მეზობელ სახელმწიფოებში, მაგალითად აზერბაიჯანში ჩვენზე დაბალია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.

 

"აიპრესი"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !