NDI: „ევრაზიულ კავშირში“ საქართველოს შესვლას ყველაზე მეტი მომხრე გორში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ზუგდიდში ჰყავს

Image

NDI-ს კვლევის მიხედვით, რომელიც აგვისტოში საქართველოს ქალაქებში: თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში, ოზურგეთში, მცხეთასა და ახალციხეში ჩატარდა, „ევრაზიულ კავშირში“ საქართველოს გაერთიანებას ყველაზე ნაკლებად ზუგდიდში გამოკითხულები უჭერენ მხარს, ხოლო გორში - ყველაზე მეტი ემხრობა.

 

შეკითხვაზე „უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაერთიანებას ევრაზიულ კავშირში?“ დასახელებულ ქალაქებში გამოკითხულთა პასუხი „მხარს ვუჭერ“ პროცენტულად ასე გადანაწილდა:

 

თბილისი - 24%, ბათუმი - 32%, ქუთაისი - 26%, გორი - 33%, ზუგდიდი - 21%, თელავი - 27%, გურჯაანი - 29%, მცხეთა - 27%, ოზურგეთი - 31%, ახალციხე - 31%.

 

ამასთან, კვლევის სხვა ეტაპზე შეკითხვაზე: „რომელ მოსაზრებას ეთანხმებით?“ განვრცობილი იყო პასუხის ორი ვარიანტი:

 

„საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიის კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელორუსის და ყაზახეთის მიერ“ და „საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რომელიც დაარსებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ“.

 

პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: „უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში“ - 28%; „უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში“ - 47%.

 

გამოკითხვა ამ ქალაქებში 8 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა და სულ 4, 448 ადამიანი გამოიკითხა. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !