სინამდვილეში, რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში - "ფაქტ მეტრის" ანალიზი

Image

უფრო ადრე პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის, ამ ბოლო დროს საქართველოს მთავრობის სხვა წევრების განცხადებების მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში ამ დროისთვის "ასეულობით ათასი ქართველი ცხოვრობს". პრემიერი 2013 წლის ბოლოს აცხადებდა, რომ ქართველთა რიცხვი რუსეთში მილიონზე მეტია.

 

ეს საკითხი ისევ აქტუალური გახდა რუსეთის მხრიდან საქართველოსთან სავიჟო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე საუბრის დაწყების პარალელურად, რისი ინიციატივაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმზღვანელის მოადგილე გრიგორი კარასინს ეკუთვნის. 

 

 

2014 წლის თებერვალში რუსეტში მცხოვრები ქართველების რაოდენობის გარკვევა, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, "ფაქტ-მეტრმა" სცადა და დაასკვნა, რომ პრემიერის განცხადება იმის თაობაზე, თითქოსდა რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს, მეტწილად მცდარია, რადგან ის ეფუძნება გავრცელებულ შეხედულებას, ვარაუდს და მის უკან არ დგას არცერთი აღწერის ან კვლევის შედეგი. ამასთან, "ფაქტ-მეტრი" აზუსტებდა, რომ საკითხი უფრო მეტად გაირკვეოდა 2014 წლის აღწერის შედეგების შემდეგ, რომელიც 2014 წლის შემოდგომაზე იგეგმებოდა. 

 

მოსაზრებები, მონაცემები და კვლევები, რომლებსაც "ფაქტ-მეტრი" ემყარებოდა, როცა პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას "მეტწილად მცდარი" უწოდა, საბოლოო ჯამში, ასე გამოიყურება:

 

1989 წლის საბჭოთა კავშირის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკაში იმ პერიოდში 130 688 ქართველი ცხოვრობდა.

 

1990-2009 წწ. პერიოდში საქართველოს მოსახლეობა 1,11 მილიონით ემიგრაციის ხარჯზე შემცირდა.

 

საინტერესოა, აღნიშნული 1,11 მილიონი ემიგრანტიდან, რა რაოდენობა იყო ეთნიკურად ქართველი და რა რაოდენობა გადასახლდა მათგან რუსეთის ფედერაციაში.

 

იმავე კვლევის (საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ ალექსანდრე თვალჭრელიძის და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტების მიერ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა) თანახმად, 1989 წლიდან 2002 წლამდე, საქართველოში ქართველთა ხვედრითი წილი 68,8%-იდან 83,8%-მდე გაიზარდა.

 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიგრაცია ძირითადად ეროვნულ უმცირესობებს შეეხო, თუმცა, ქართველთა აბსოლუტური რაოდენობა, 1989 წელთან შედარებით, ასევე შემცირდა 3787,4 ათასიდან 3661,2 ათასამდე, ანუ 126,2 ათასი ადამიანით.

 

126,2 ათასი ქართველი ემიგრანტი მთლიანადაც რომ მივუმატოთ 1989 წლისთვის რუსეთში მაცხოვრებელ ქართველთა მაჩვენებელს, 256,8 ათასს მივიღებთ. თუმცა, ბუნებრივია, რომ მოქალაქეთა ეს რიცხვი მთლიანად რუსეთის ფედერაციაში არ წასულა.

 

წყარო

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !