
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის ცემის ბრალდებით ძიძა დააკავა. ათი თვის ბავშვის ცემის გამო დაპატიმრებულია 60 წლის ქალბატონი, ცნობილია, რომ ის თბილისში ერთერთ ოჯახში ბავშვის მომვლელად თვენახევრის განმავლობაში მუშაობდა.
ცემის ფაქტი ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა . დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ცემის ფაქტზე - საქართველოს სისხლის სამართლი კოდექსის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულს ჯარიმა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.