-
2016-12-19 11:45
დავით კიკალიშვილი - "რუსთავი-2"-ის ერთ-ერთი ძველი ტელესახე და რეიტინგული გადაცემა "პოსტკრიპტუმის" ოცწლიანი სტაჟის მქონე წამყვანი სამაუწყებლო კომპანიიდან წავიდა.
დავით კიკალიშვილის გადაწყვეტილება, მისივე განმარტებით, პირად მოტივებს უკავშირდება. შესაძლოა, მან მალე ქვეყანაც დატოვოს.
ტელეწამყვანი 18 დეკემბერს ბოლოჯერ გაუძღვა "პოსტსკრიპტუმს", გადაცემის ბოლოს კი წამყვანობა გიორგი გაბუნიას გადააბარა.
დავით კიკალიშვილმა მადლობა გადაუხადა "რუსთავი-2"-ისა და "პოსტსკრიპტუმის" მაყურებელს.
შეგახსენებთ, 1995 წელს ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია "ინტერნიუსის" საქართველოს წარმომადგენლობაში, გენადი უჩუმბეგაშვილის ინიციატივით დაიწყო ყოველკვირეული გადაცემა "კვირა", რომელიც სწორედ დღევანდელი "პოსტსკრიპტუმის" წინამორბედი იყო.