დეზერტირების ბაზარში დამწვარი საწყობის მეპატრონე თამაზ გაჩეჩილაძე "პრაიმტაიმთან" საუბარში ადასტურებს, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზი გაზის ბალონიდან გაჩენილი ცეცხლი გახდა.
ანაკლიაში, GEM fest-ზე, ქალზე ძალადობა მოხდა - უცხო ქვეყნის მოქალაქემ ფესტივალის მოხალისე-მონაწილე გოგონა ზღვის ნაპირზე გაიყვანა და, თვითმხილველთა თქმით, გაუპატიურება დაუპირა, რა დროსაც გოგონამ მას თავდაცვის მიზნით ქვა ჩაარტყა.
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - ინფორმაციას შსს ადასტურებს. ამავე დროს, ცნობილი გახდა მკვლელობის ახალი დეტალები.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის მთავარ მაგისტრალზე, იგოეთთის მონაკვეთთან, საცობები აგვისტომდე გაგრძელდება.
ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის ანსამბლ „ლამპრების“ წევრები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. მომხდარი ავარიის შედეგად ანსამბლის წევრი ბავშვები დაშავდნენ. ავტობუსში სულ 36 მგზავრი იმყოფებოდა.
"14 ივლისის "მარშიანელებზე" და არა მხოლოდ..." - ამ სახელწოდებით აქვეყნებს ჟურნალისტი და სააგენტო "ჯიეიჩენის" დამფუძნებელი გოჩა მირცხულავა ჩანაწერს, სადაც მოჰყავს სტატისტიკა, სექსუალური ძალადობისა და გარყვნილი ქმედებების კუთხით საქართველოს მოქალაქეების, ძირითადად, ეთნიკური ქართველების მიერ ბოლო წლებში ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
თბილისის ზღვასთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორიც - დაშავდა.
5 ივლისს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კერძო სახლის მეორე სართულიდან ორწლინახევრის ბავშვი გადმოვარდა.
როგორც "ბათუმელებ" სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, ბავშვს ქვემო კიდური აქვს მოტეხილი, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.
საღამოს საათებში ჯერ დაუდგენელი მიზეზით ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. სულ დაახლოებით 2.300 კვ. მეტრი ფართობი დაიწვა, ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.