-
2017-07-18 00:48
დეზერტირების ბაზარში დამწვარი საწყობის მეპატრონე თამაზ გაჩეჩილაძე "პრაიმტაიმთან" საუბარში ადასტურებს, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზი გაზის ბალონიდან გაჩენილი ცეცხლი გახდა.
როგორც მან განმარტა, ის საწყობში გაზის ბალონზე ტყემალს ხარშავდა, დროებით საწყობიდან გამოვიდა და როცა მიბრუნდა გაზის ბალონის გამხსნელს უკვე ცეცხლი ეკიდა.
თამაზ გაჩეჩილაძემ სამაშველო სამსახური გამოიძახა, თუმცა ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, რის შედეგადაც მასთან ერთად კიდევ ორი საწყობი და იქ არსებული პროდუქცია დაიწვა.
მას სხვა მოვაჭრეების მსგავსად საწყობი სპეციალურად აქვს მოწყობილი იმისთვის, რომ ადგილზე სარეალიზაციოდ ტყემალი დაამზადოს.
"ბაზარში წყალი გვაქვს, ვრეცხავთ, ვამზადებთ და იქვე ვყიდით ხოლმე", - განუცხადა "პრაიმტაიმს" თამაზი გაჩეჩილაძემ.