-
2017-07-06 12:26
თბილისის ზღვასთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორიც - დაშავდა.
მაშველებმა დაშავებული 2 ადამიანი ზღვიდან ამოიყვანეს და ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 10 წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-11-30 17:01
-
2016-11-29 16:37
-
2016-06-26 12:48
-
2016-03-30 18:14